ეკონომიკა

რა არის ჯუმო?

30 ნოემბერი, 2010 • • 1201
რა არის ჯუმო?

ფეისბუქის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ბარაკ ობამას საპრეზიდენტო კამპანიის მთავარმა ციფრულმა ორგანიზატორმა, კრის ჰიუზმა ნამდვილად ყველაფერი იცის ინტერნეტ ურთიერთობების შესახებ და ეცდება, თავისი გამოცდილება ახალ პროექტს მოახმაროს, რომელის სახელია ”Jumo”, ამ პროექტის მიზანია, დააკავშიროს ადამიანები არა კომერციული მოსაზრებით, არამედ ქველმოქმედებისთვის.

პროექტი უკვე დღეიდან ამუშავდება და მისი დამფუძნებელი იმედოვნებს, რომ  ”Jumo”  ბევრ ადამიანს დაეხმარება. საიტზე შესაძლებელი იქნება Twitter-ის და YouTube-ის პოსტებისა თუ ვიდეობის განთავსება და კომენტარების დაწერა, ასევე მომხმარებელს შეეძლება ახალი მეგობრების შეძენა და საიტზევე  პროექტების, კითხვების განთავსება.

საიტზე მოცემული იქნება ისეთი გლობალური პრობლემების გადაწყვეტის საშუალებები, როგორებიცაა, მაგალითად, აფრიკაში სკოლების და სოფლების მშენებლობა, ასევე ”Jumo”-ზე სპეციალური გვერდი შეიქმნება, რომელიც გეების უფლებებს დაიცავს.

კრის ჰიუზმა ხაზი გაუსვა, რომ ”Jumo” არ იქნება “Facebook”-ის კონკურენტი.

2009 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ქველმოქმედებაზე 300 მილიარდი დოლარი დაიხარჯა და ამ თანხის მხოლოდ 6 % მოდის ინტერნეტ ქველმოქმედებაზე.

”Jumo”-ს მთავარი მიზანია, დააკავშიროს ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებიც შეცვლიან მსოფლიოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი