ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტრომ სასაქონლო ზედნადების გარეშე ვაჭრობის ბრალდებით ინდმეწარმე დააკავა

30 ნოემბერი, 2010 • • 1184
ფინანსთა სამინისტრომ სასაქონლო ზედნადების გარეშე ვაჭრობის ბრალდებით ინდმეწარმე დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამომიძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ინდმეწარმე გელა პატარაია დააკავეს, რომელიც, გამოძიების ვერსიით, თევდორე მღვდელის ქუჩაზე მდებარე შპს ”ბრილიანტის” სავაჭრო ცენტრში ოქროს ნაკეთობებით სასაქონლო ზედნადების გარეშე ვაჭრობდა.

ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე მითითებულია, რომ პატარაიას დაკავება მაშინ მოხდა, როდესაც მან ერთ-ერთ მოქალაქეს 13 500 ლარი ღირებულების ოქროს ბეჭდები, სამაჯურები, მედალიონები და საყურეები  გადასცა და მყიდველის მოთხოვნის მიუხედავად, არ გამოუწერა შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტი – სასაქონლო ზედნადები.

ამ დროისათვის მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 პრიმა მესამე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  სამ წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი