“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, კოკი იონათამიშვილმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოების, კომფორტულობისა და ხელმისაწვდომობის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
“საზოგადოებრივი ტრანსპორტის თემა დიდი ხანია დასარეგულირებელია. ტრანსპორტი, პირველ რიგში, უსაფრთხო და კომფორტული უნდა იყოს. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოებია დაგეგმილი, ვინაიდან ტრანსპორტი, რომლითაც დღესდღეისობით ჩვენი თანამოქალაქეები სარგებლობენ, არსებულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. სამომავლოდ დაგეგმილია ტრამვაის ხაზის აღდგენა, რომელიც ბევრად ეფექტური და ხელმისაწვდომი უნდა იყოს”,-განაცხადა კოკი იონათამიშვილმა.
იგი ტრანსპორტზე ტარიფის ზრდასაც გამოეხმაურა-“მოქალაქეს, რომელიც დღეში რამდენჯერმე მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობს, მეორე და მესამე ჯერზე მგზავრობის საფასური არ უძვირდება. ამასთან, მატულობს შეღავათების მქონე ადამიანთა რიცხვიც. ასე, რომ იმედი მაქვს, თბილისელები სწორად გაიგებენ და შეაფასებენ ამ გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას”,-აღნიშნა კოკი იონათამიშვილმა და დასძინა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეღავათებით 600 000 ადამიანი ისარგებლებს.