ეკონომიკა

ირლანდიისთვის სესხის დამტკიცებას ნავთობზე ფასების ზრდა მოჰყვა

29 ნოემბერი, 2010 • • 1310
ირლანდიისთვის სესხის დამტკიცებას ნავთობზე ფასების ზრდა მოჰყვა

სავაჭრო ბირჟებზე ნავთობის ფასი იზრდება. აღნიშნული ფაქტი ნედლეულზე მოთხოვნის ზრდისა  და ევროპაში ეკონომიკური სიტუაციის სტაბილიზაციის ფონზე მოხდა, რაც  ირლანდიისთვის ევროკავშირის ქვეყნების მიერ 85 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის დამტკიცებამ გამოიწვია.

ამერიკული მსუბუქი ნავთობი WTI (Light Sweet Crude Oil), ელექტრონული ვაჭრობის შედეგების თანახმად, 0.47 დოლარი გახდა, ანუ  0.56%-ით გაიზარდა- რაც ბარელ ნავთობზე 84,23 დოლარს შეადგნს, ხოლო ჩრდილოეთის ზღვის ნავთობი Brent  0,32 დოლარი გახდა, ანუ გაიზარდა 0,37%-ით და შედეგად ბარელზე 85,53 დოლარი შეადგინა.

აღნიშნული ცვლილებები, როგორც ჩანს, დაძაბულობის შემცირებამ გამოიწვია, რაც ირლანდიისთვის გაწეული დახმარების შედეგია-აღნიშნა Bloomberg-ის სტრატეგმა სერენა ლიმმა. მისი თქმით, აღნიშნული ტენდენცია  ბაზარზე ოპტიმიზმის შემომტანი იქნება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი