ეკონომიკა

საქართველოსა და პოლონეთს შორის საჰაერო მიმოსვლა მარტივდება

29 ნოემბერი, 2010 •
საქართველოსა და პოლონეთს შორის საჰაერო მიმოსვლა მარტივდება

საქართველოსა და პოლონეთს შორის საჰაერო მიმოსვლა მარტივდება. ამის შესახებ შეთანხმება ვარშავაში გაფორმდა. შეთანხმებას ქართული მხრიდან ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ, ხოლო პოლონური მხრიდან პოლონეთის სამოქალაქო ავიაციის პრეზიდენტმა, ზეგოზ პრეშინსკიმ მოაწერა.

საჰაერო მიმოსვლის შესახებ  შეთანხმება ფრენებს ორივე ქვეყნის ავიაკომპანიებს გაუმარტივებს. შეზღუდვა მოიხსნება ავიაკომპანიებისა და რეისების რაოდენობაზეც. სატარიფო პოლიტიკას კომპანიები თავად განსაზღრავენ.

ვერა ქობალიამ განაცხადა, რომ საჰაერო მიმოსვლის გამარტივება საქართველოსა და პოლონეთს შორის ძალიან მნიშვნელოვანია რამოდენიმე კუთხით. ერთი მხრივ, ავიაკომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა, თავად განსაზღვრონ ფრენების გრაფიკი და რაოდენობა, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული ურთიერთობა და კონტაქტები კიდევ უფრო გაძლიერდება და გამყარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი