ეკონომიკა

Sony იაპონიის ელექტრონული წიგნების ბაზარზე კიდევ ერთხელ შედის

29 ნოემბერი, 2010 • • 1192
Sony იაპონიის ელექტრონული წიგნების  ბაზარზე კიდევ ერთხელ შედის

Sony-მ განაცხადა, რომ აპირებს იაპონიის ელექტრონული წიგნის ბაზარზე შესვლას. აღნიშნული ბაზარი ამ დროისათვის მოიცავს წიგნის ინტერნეტ მაღაზიას 20 000 წიგნით. ელ-წიგნები გაყიდვაში შემდეგი თვიდან შემოვა. Sony სამომავლო მყიდველთა რაოდენობას წელიწადში 300 000-მდე ვარაუდობს. კომპანია იმედოვნებს, რომ არ გაიმეორებს თავის შეცდომას, რომელიც 2007 წელს დაუშვა და 2012 წლისთვის იაპონიის ელექტრონული ბაზრის ნახევარს დაიკავებს და შედეგითაც კმაყოფილი დარჩება, რასაც ვერ ვიტყვით კომპანიის პირველი მცდელობის შემთხვევაში, რომელიც მან Panasonic-თან ერთად განახორციელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი