ეკონომიკა

2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვა იმერეთის შემდეგ ქვემო ქართლში შედგა

29 ნოემბერი, 2010 • • 1073
2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვა იმერეთის შემდეგ ქვემო ქართლში შედგა

2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მორიგი განხილვა ქუთაისის შემდეგ, მიმდინარე წლის  26 ნოემბერს ქ. რუსთავში შედგა, სადაც ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა სახელმწიფო რწმუნებულთან – გუბერნატორთან ქვემო ქართლში, დავით კირკიტაძესთან და რაიონების გამგებლებთან ერთად მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე იმსჯელეს. ამ რეგიონშიც, ფინანსთა მინისტრის თქმით,  პრიორიტეტული განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსებაა.

„2011 წლის ბიუჯეტის პროექტში ჩადებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი ქვემო ქართლის რეგიონისთვის, მათ შორის, ინფრასტრუქტურის ნაწილში – თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, წყლის რეაბილიტაცია რეგიონში,” – განაცხადა კახა ბაინდურაშვილმა.  

აღსანიშნავია, რომ 25 ნოემბერს ფინანსთა მინისტრმა ბიუჯეტის თემაზე შეხვედრა იმერეთის რეგიონში გამართა. მისი თქმით, იმერეთშიც, ისევე როგორც ქვემო ქართლში,  ბიუჯეტის პრიორიტეტები ინფრასტრუქტურის,  განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური პროექტების განხორციელებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი