ეკონომიკა

ტრანსპორტის ფასების ზრდაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ

28 ნოემბერი, 2010 • • 1143
ტრანსპორტის ფასების ზრდაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ

მუნიციპალურ ტრანსპორტზე მგზავრობის გაძვირების თემას დღეს საკრებულოს ფრაქციის “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლაშა იმედაშვილი გამოეხმაურა. “საკითხი საკრებულოშია შემოტანილი და უახლოეს სხდომაზე იქნება განხილული. ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ამიტომ აღნიშნულ თემაზე საუბარი ნაადრევია. რაც შეეხება სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, მათთვის არაფერი შეიცვლება. 200 ათასი პენსიონერი, 180 ათასი მოსწავლე, ვეტერანები, 9 აპრილს დაზარალებულები და ა.შ. სულ 10 კატეგორია, ანუ მთლიანობაში 592 ათასი ადამიანი, თბილისის მოსახლეობის თითქმის ნახევარი, ისევ შეღავათებით ისარგებლებენ”- განაცხადა ლაშა იმედაშვილმა. 

ლაშა იმედაშვილის თქმით, საკრებულოს უახლოეს სხდომას მერიის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი დაესწრება და დეპუტატებს იმ არგუმენტებს წარუდგენს, თუ რამ გამოიწვია ტარიფის გაზრდის აუცილებლობა. 
“მხოლოდ ამის შემდგომ იმსჯელებს საკრებულო აღნიშნულ საკითხზე და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. რამდენადაც ჩემთვისაა  ცნობილი, მუნიციპალურ ტრანსპორტზე მგზავრობის საფასურის გაძვირების ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი სატრანსპორტო მომსახურეობის გაუმჯობესება და უსაფრთხოება გახლავთ”,-აღნიშნა ლაშა იმედაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი