ეკონომიკა

იაპონიაში სამომხმარებლო ფასების ინდექსი ეცემა

28 ნოემბერი, 2010 •
იაპონიაში სამომხმარებლო ფასების ინდექსი ეცემა

BBC-ს ცნობით, იაპონიაში ძირითადი სამომხმარებლო ფასების ინდექსი  წინა წელთან შედარებით 0.6%-ით დაეცა. აღნიშნული ტენდენცია  ძირს უთხრის იაპონიის ეკონომიკურ რეაბილიტაციას. ხელისუფლება დეფლაციის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მაჩვენებელი 1.1%-ანი გაუმჯობესებაა სექტემბერთან შედარებით, დეფლაცია განსაკუთრებით აზიანებს იაპონიის ეკონომიკურ ზრდას.

ანალიტიკოსების თქმით, სექტემბრიდან დაწყებული გაუმჯობესება არ ასახავს მომხმარებლის მოთხოვნების გაუმჯობესებას, მიუხედავად იმისა, რომ ფასების დაცემა  0.5 პროცენტით შენელდა, არ გაუმჯობესებულა მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი. ანალიტიკოსების თქმით, დეფლაციიდან თვის დაღწევა უფრო ძნელია, ვიდრე თავიდან იყო ნავარაუდევი.

მასალების გადაბეჭდვის წესი