მიმდინარე წლის ნოემბრის თვიდან შპს ”საქართველოს რკინიგზის” ფილიალ ”ინფრასტრუქტურის” სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების დეპარტამენტმა სადგურების ქუთაისი I – რიონის დამაკავშირებელი კაბელის აღდგენა დაიწყო. საქართველოს რკინიგზა 2011 წლისათვის სადგურ ქუთაისი I-ის რეაბილიტაციას გეგმავს, სწორედ ამ დროისათვის აღნიშნულ მონაკვეთზე იგეგმება სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სრული რეკონსტრუქცია.
ნახევრად ავტომატური ბლოკირებისათვის განკუთვნილი 5 –კილომეტრიანი კაბელის აღდგენით სამუშაოებს სცბ-ს დეპარტამენტი საკუთარი ძალებით ახორციელებს. კაბელის რეაბილიტაცია დეკემბრის დასაწყისში დასრულდება.
სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების სისტემები რკინიგზაზე მატარებლების მოძრაობის რეგულირებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოიყენება.
ქუთაისი I – რიონის სარკინიგზო მონაკვეთზე აღნიშნული სახის სამუშაოები გასული საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ არ ჩატარებულა. ზემოთ აღნიშნულ ორ სადგურს შორის სარკინიგზო მიმოსვლა რამდენიმე წლის განმავლობაში ავტომატური ბლოკირების სისტემის გარეშე ხორციელდებოდა.