ეკონომიკა

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონი გაიმართა

25 ნოემბერი, 2010 • • 1115
სასარგებლო  წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონი გაიმართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გრძელვადიანი ტყითსარგებლობისათვის ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონი გაიმართა, რომლის შედეგად შემოსულმა თანხამ 170 500 ლარი შეადგინა.

გაყიდული ობიექტია:

რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში, ლენტეხის სატყეო უბანზე, ლენტეხის ყოფილი სატყეო, ფოთლოვანისა (წიფელი) და წიწვოვანის (ნაძვი, სოჭი) ჯიშები (170 500 ლარი);

აღსანიშნავია, რომ 2010 წლის პირველ 9 თვეში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში  სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით გამართული აუქციონების შედეგად შემოსულმა თანხამ დაახლოებით 6 მილიონი ლარი შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი