ეკონომიკა

ზაზა გაბუნია-წყლის ტარიფის გაძვირებით ხელისუფლებამ ქამარი მოსახლეობას შემოუჭირა

25 ნოემბერი, 2010 •
ზაზა გაბუნია-წყლის ტარიფის გაძვირებით ხელისუფლებამ ქამარი მოსახლეობას შემოუჭირა

თბილისის მაცხოვრებელთათვის წყლის ტარიფის გაძვირდებას „ქრისტიან-დემოკრატები“ აპროსტესტებენ.  როგორც დღეს საკრებულოს შენობის წინ გამართულ ბრიფინგზე ფრაქციის მდივანმა ზაზა გაბუნიამ განაცხადა-“წყლის ტარიფის გაძვირებით ხელისუფლებამ გადადგა უკიდურესად უსამართლო ნაბიჯი, რომლითაც ქამრები შემოუჭირა არა საკუთარ თავს, არამედ მოსახლეობას, მის ბიუჯეტს და ფინანსურ შესაძლებლობებს, რომლითაც კიდევ უფრო დაამძიმა სოციალური ფონი და გარემო ქვეყანაში. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება არწმუნებს მოსახლეობას, რომ  მზად არის, საერთო ინტერესების სანაცვლოდ, დათმოს პირადი ინტერესები”,- აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ქრისტიან-დემოკრატებისთვის ტარიფების გაიაფების პოლიტიკა ერთ-ერთ მთავარ საკითახად რჩება და მიზნის მისაღწევად ბრძოლას „ქრისტიან-დემოკრატები“ ყველანაირი ფორმით გააგრძელებენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი