ეკონომიკა

საქართველოსა და სომხეთს შორის ენერგეტიკული ურთიერთობები ღრმავდება

25 ნოემბერი, 2010 • • 1069
საქართველოსა და სომხეთს შორის ენერგეტიკული ურთიერთობები ღრმავდება

“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა” და სომხეთის ენერგოსისტემის ოპერატორს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რითაც ორ ქვეყანას შორის დაგეგმილი სამომავლო თანამშრომლობა ელექტროენერგიის გადაცემის სფეროში შესაძლებელი გახდება.

მემორანდუმის მეშვეობით  სომხეთის სისტემის ოპერატორსა და “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას” შორის არაფორმალური პარტნიორობა დამყარდება. სომხეთი და საქართველო გეგმავენ მნიშვნელოვანწილად გაზარდონ თავიანთი ელექტროსისტემების ურთიერთდაკავშირების შესაძლებლობები, აგრეთვე, განავითარონ თანამშრომლობისა და კოორდინაციის ახალ პოტენციალი, რაც ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება. სარგებელი მოიცავს: ვაჭრობისა და ექსპორტის გაფართოებას და ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტისაგან შემოსულ შემოსავალს; კოორდინირებულ და მეტად ეფექტიან თანამშრომლობას; ადგილობრივი და ეკოლოგიურად სუფთა ენერგორესურსების მოწოდების დივერსიფიკაციასა და ენერგოსისტემების ოპტიმალურ განვითარებას; ახალ შესაძლებლობების ფართო რეგიონული თანამშრომლობას.

ხელმოწერის ცერემონიალს  სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენელები,  სომხეთის ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელები, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე მარიამ ვალიშვილი, სსე-ის რეაბილიტაციის მმართველი სულხან ზუმბურიძე და USAID-ის საქართველოსა და სომხეთის მისიების ოფიციალური წარმომადგენლები დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID“ Tetra Tech”-ისა და აშშ ენერგეტიკული ასოციაციის საშუალებით) საქართველოსა და სომხეთის ელექტროსისტემების  პარტნიორობას ხელს შეუწყობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი