2010 წლის 25 ნოემბერს ეროვნული ბანკის 91-დღიან N47 სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.47%-ით, მაქსიმალური 9.77%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.63%–ით განისაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ წინა 91-დღიან 46-ე სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზეც 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები რვა კომერციულმა ბანკმა შეიძინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.98%-ით, მაქსიმალური 9.82%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.54%–ით განისაზღვრა.