ეკონომიკა

სახაზინო ვალდებულებების აუქციონის შედეგები

25 ნოემბერი, 2010 • • 1071
სახაზინო  ვალდებულებების აუქციონის შედეგები

2010 წლის 24 ნოემბერს  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 5 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 168-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 14 300 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10,070%-ით, მაქსიმალური 10,370%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 10,332%-ით განისაზღვრა.

2010 წლის იანვრიდან დღემდე, სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე, ჯამში, 562 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდია გაყიდული.

მასალების გადაბეჭდვის წესი