ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს აკვირდება

25 ნოემბერი, 2010 • • 1121
საქართველოს ეროვნული ბანკი  ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს აკვირდება

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა (მპკ) მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვება გადაწყვიტა, რომლის  განაკვეთი 7.5 პროცენტით განისაზღვრა.

წლიურმა ინფლაციამ ოქტომბერში 9.6 პროცენტი შეადგინა, რაშიც 8 პროცენტული პუნქტი სურსათის გაძვირების წილია. სურსათის გაძვირება ეგზოგენური, ერთჯერადი ფაქტორების შედეგია, რომელმაც  ინფლაციის მოლოდინზე შეიძლება იმოქმედოს, თუმცა  მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა სხდომის შემდეგ ინფლაციაზე მოქმედი რისკები არ შეცვლილა.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა ბანკმა  ბოლო თვეების განმავლობაში  მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა, რაც, ძირითადად, პოლიტიკის განაკვეთების ზრდაში აისახა. პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება საბაზრო საპროცენტო განაკვეთებზე გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ იმოქმედებს, მიმდინარე ეტაპზე კი პოლიტიკის განაკვეთის ზრდა საპროცენტო განაკვეთებზე ჯერ სრულად ასახული არ არის.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი