დღეს იმერეთის მოსახლეობასა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებს, იმერეთის რეგიონში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ, განათლების, ჯანდაცვისა და სოციალურ პროექტებს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი წარუდგენენ.
ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, მისი ამოცანაა ყველა რეგიონის პრიორიტეტი 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მაქსიმალურად აისახოს. ფინანსთა მინისტრი და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მოუსმენენ, გაეცნობიან, აგრეთვე, ადგილობრივი მოსახლეობის შენიშვნებსა და წინადადებებს.
კახა ბაინდურაშვილი და ზურაბ მელიქიშვილი რეგიონში გამართულ შეხვედრებზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინიციატივებსაც გაეცნობიან, თუ როგორ სურთ მათ ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხების ეფექტურად გამოყენება.