ეკონომიკა

პორტუგალიაში ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური აქცია დაიწყო

24 ნოემბერი, 2010 • • 1265
პორტუგალიაში ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური აქცია დაიწყო

პორტუგალიაში ბოლო ოცი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური გაფიცვა დაიწყო. აქციაში მონაწილეობას  როგორც სახელმწიფო მოხელეები, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები იღებენ. სააგენტო ”როიტერის” ცნობით, ამ აქციამ გავლენა უნდა იქონიოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე ავიაკომპანიების, პოლიკლინიკების, საავადმყოფოების, ბანკებისა და ბენზინგასამართი სადგურების ფუნქციების უკეთ შესრულებაზე. ”Associated Press”-ის ცნობით, გაფიცვაში 1.5 მილიონი ადამიანი მონაწილეობს.

გაფიცვის მიზეზად  მთავრობის გეგმები სახელდება, რომლებიც სახელმწიფო ხარჯების 5 მილიარდი ევროთი შეკვეცას, კერძოდ, საბიუჯეტო გადასახადების შემცირებას  ითვალისწინებენ.

მანამდე ყველაზე დიდი გაფიცვა პორტუგალიაში 1988 წელს დაფიქსირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი