ეკონომიკა

სახაზინო ვალდებულებების №46 აუქციონის შედეგები

24 ნოემბერი, 2010 •
სახაზინო ვალდებულებების №46 აუქციონის შედეგები

დღეს  სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების №46 აუქციონი გაიმართა. ფინანსთა სამინისტრომ აუქციონზე 5 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 168 დღის ვადის მქონე სახაზინო ვალდებულებები გაიტანა. აუქციონში მონაწილეობა 5 კომერციულმა ბანკმა მიიღო  და მათმა მოთხოვნამ სულ  14 300 000 ლარი შეადგინა. მიღებული  8 განაცხადიდან   მხოლოდ 4 დაკმაყოფილდა.

აუქციონის შედეგის თანახმად,  შემდეგი საპროცენტო განაკვეთები დაფიქსირდა: მინიმალური 10.07%; მაქსიმალური 10.37%;  საშუალო შეწონილი  10.332%. 

სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შემდეგი აუქციონი საქართველოს ეროვნულ ბანკში მიმდინარე წლის 1 დეკემბერს გაიმართება. ფინანსთა სამინისტრო მასზე  10 მლნ ლარის ოდენობის სახაზინო ობლიგაციების გამოტანას  გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი