კომპანია “შატო მუხრანმა”  მომხმარებელს ორი ახალი სახის  ღვინო შესთავაზა. პრეზენტაცია რესტორან “ქალაქურში” გაიმართა.“შატო მუხრანი” ბაზარზე 2009 წელს გამოჩნდა და დღეისათვის 6 დასახელების ღვინოს აწარმოებს, რომელსაც “გორული მწვანე” და “სოვინიონ ბლანი” შეემატა. კომპანიის მენეჯმენტი იმედოვნებს, რომ ახალი ღვინოები როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მომხმარებლის გემოვნებასაც დააკმაყოფილებს, რადგან კომპანიის გაყიდვების 50 % ექსპორტზე მოდის.

“შატო მუხრანის” ღვინოები საფრანგეთში, ჰოლანდიაში და ბალტიისპირეთის ქვეყნებში უკვე იყიდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *