ეკონომიკა

ახალი ხიდი სვენეთი-რუისის მაგისტრალზე

24 ნოემბერი, 2010 • • 1030
ახალი ხიდი სვენეთი-რუისის მაგისტრალზე

ჩქაროსნული გზატკეცილის E-60 მაგისტრალის სვენეთი-რუისის 85-ე კილომეტრზე შემოვლითი გზის 1. 5 კმ-ანი მონაკვეთისა და მდინარე ლიახვზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობა დასრულებულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა ხიდი  და გზა გახსნა და  სამინისტროს  მიერ ჩატარებული  სამუშაოები პირადად დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში დასრულდა 3 კმ-ანი შემოვლითი გზის 1.5 კმ-ანი მონაკვეთი, რომელიც სოფელ ორთაშენში გაივლის. ასევე  აშენდა 161 მეტრი სიგრძისა და  11 მეტრი სიგანის ხუთმალიანი რკინა-ბეტონის ხიდი, რომელიც შეცვლის აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ლითონის დროებით ხიდს. მოეწყო რკინა-ბეტონის ფილები, რომელზეც დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარი, ხიდზე გაკეთდა ორმხრივი ტროტუარი.  პროექტზე  50-მდე ადამიანი დასაქმდა, რომელთა დიდი ნაწილიც ადგილობრივი მოსახლეობაა.

აღნიშნული ხიდი სვენეთი-რუისის 15 კილომეტრიანი მონაკვეთის შემადგენელი ნაწილია. პროექტი მოიცავს საგზაო – სამშენებლო ნაგებობათა თითქმის ყველა სახეობის, მათ შორის,  800– მეტრიანი გვირაბისა და ორი 880 მეტრიანი ესტაკადის მშენებლობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი