ეკონომიკა

სამტრედიის თერმული წყლის საბადო იყიდება

24 ნოემბერი, 2010 • • 1225
სამტრედიის თერმული წყლის საბადო იყიდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით, 2010 წლის 2 დეკემბერს აუქციონი გაიმართება.

აუქციონზე გამოტანილი იქნება ქ. სამტრედიაში მდებარე სამტრედიის თერმული წყლის საბადო (ჭაბურღილი №1), საწყისი ფასით 326 189 ლარი და ლიცენზიის ვადით-25 წელი. აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 30 ნოემბერი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2010 წლის პირველ ცხა თვეში სამინსტროში ლიცენზიის გაცემის მიზნით გამართული აუქციონების შედეგად შემოსულმა თანხამ 6 მილიონამდე ლარი შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი