ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტრომ ახალი სოციალური პროგრამის განხორციელება დაიწყო

24 ნოემბერი, 2010 • • 1003
ფინანსთა სამინისტრომ ახალი  სოციალური პროგრამის განხორციელება დაიწყო

ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსის გრიგოლ ბაიბურთის, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატის, ვახტანგ ნაცვლიშვილის  და საკრებულოს თავმჯდომარის, ზაალ სამადაშვილის მიერ  სოციალური პროექტის განხორციელება, სიმბოლურად გიორგობის დღესასწაულზე, პირველად წყნეთის ბავშვთა სახლში დაიწყო. მათ პატარებს თბილი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, წიგნები და სათამაშოები აჩუქეს.

საქველმოქმედო აქციის ფარგლებში თბილისის ყველა მიუსაფარ ბავშვთა სახლს სხვადასხვა სახის საჭირო  პროდუქცია დაურიგდება.

გრიგოლ ბაიბურთის განცხადებით, აქცია ორი თვის განმავლობაში ეტაპობრივად განხორციელდება და არა მხოლოდ თბილისის, არამედ საქართველოს ყველა ბავშვთა სახლს მოიცავს.

“ჩვენ მოვალედ ჩავთვალეთ თავი, ამოვსულიყავით ბავშვებთან, რომლებსაც უფროსებმა ყოველდღიურად უნდა დავუმტკიცოთ, რომ მათ გვერდით ვართ და მათზე ვზრუნავთ. ამ ბავშვებს ყველაზე მეტად სჭირდებათ ყურადღება. მნიშვნელობა არ აქვს სტატუსს, პატარებზე ზრუნვა უნდა იყოს ყველა მოქალაქის მოვალეობა”,– განაცხადა ზაალ სამადაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი