ეკონომიკა

ქუთაისში ბიზნეს ფორუმი გაიმართა

24 ნოემბერი, 2010 • • 1057
ქუთაისში ბიზნეს ფორუმი გაიმართა

ქალაქ ქუთაისის მერის ინიციატივით, ბიზნეს ფორუმი გაიმართა.  განხორციელებულ ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენებისა და ინვესტორებისათვის გაიმართა, საუბარი შეეხო იმ მიზნებსა და ამოცანებს, რომლებიც ქალაქის ეკონომიკური განვითარების ძირითადი მიმართულებების გაცნობას, ქალაქში არსებული საპრივატიზაციო ობიექტების წარდგენასა და მათი გამოყენების შესაძლო პერსპექტივებს უკავშირდება.

ბიზნეს ფორუმი ჩატარდა საქართველოს პრემიერ მინისტრისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მხარდაჭერით.

2012 წელს ქალაქი ქუთაისი შეიძენს საპარლამენტო ქალაქის ფუნქციას, რითაც გამყარდება ქუთაისის, როგორც საქართველოს მეორე დედაქალაქის სტატუსი. ამ ეტაპზე ინვესტორისთვის აქტუალური ხდება ქუთაისის ახალი საინვესტიციო გარემოს, პოტენციალისა და შესაძლებლობის გაცნობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი