ეკონომიკა

მოვაჭრეების მასობრივი დაპატიმრება კონტრაბანდული მედიკამენტების შემოტანაზე

24 ნოემბერი, 2010 • • 901
მოვაჭრეების მასობრივი დაპატიმრება კონტრაბანდული მედიკამენტების შემოტანაზე

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით კონტრაბანდული ფსიქოტროპული მედიკამენტების საქართველოში შემოტანის ფაქტზე ორგანიზებულ დანაშაულებრივი ჯგუფის 21 წევრი დააკავეს, რომელთაგანაც 16 პიროვნებას  გირაოს გადახდა შეეფარდა,  20-დან 40 ათას ლარამდე, ხოლო 5-ს – ორთვიანი წინასწარი პატიმრობა.    დაკავებულია, აგრეთვე, იმ ფსიქოტროპული აფთიაქების ხელმძღვანელი პირები, რომლებიც კონტრაბანდული არარეგისტრირებული მედიკამენტებით ვაჭრობდნენ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ანტიდეპრესანტები იყიდებოდა ექიმის რეცეპტის გარეშე და, ძირითადად, ნაცნობ კლიენტებზე, რომლებიც ნარკოტიკების მომხმარებლნი იყვნენ.

მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი