ეკონომიკა

ლოგოს დიზაინის კონკურსი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში

24 ნოემბერი, 2010 • • 1023
ლოგოს დიზაინის კონკურსი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ლოგოს დიზაინის კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებს შეუძლიათ შესაძლო ვარიანტები 2010 წლის 24 ნოემბრიდან 29 ნოემბრის 12 საათამდე  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კანცელარიაში წარადგინონ (ქ. თბილისი გ. ჭანტურიას ქ. N12) ელექტრონული ფორმით დახურულ კონვერტში (JPG ფორმატი და ვექტორული ფაილი), ან გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე sopo@economy.ge,  შესაბამის განაცხადთან ერთად.

ლოგოზე დატანილი უნდა იყოს წარწერები ქართულ და ინგლისურ ენებზე: ”საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო”, ”Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia”.

სამინისტროს განცხადებით, ლოგო უნდა შეესაბამებოდეს თანამედროვე სტანდარტებს, იყოს სადა, მარტივად დასამახსოვრებელი.

გამარჯვებული ლოგოს დიზაინის ავტორთან გაფორმდება ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (სახელშეკრულებო ღირებულება – 1000 ლარი).

მასალების გადაბეჭდვის წესი