საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, სასტუმრო “რედისონში” საქართველოში აშშ-ის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. 

შეხვდრაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ პრეზენტაცია გამართა და აშშ-ის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ბოლოდროინდელი მაკროეკონომიკური ტენდენციები გააცნო.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ შარშანდელი 4%-იანი ვარდნის შემდეგ, 2010 წელს მშპ-ის 6,3%-ით ზრდაა მოსალოდნელი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *