ეკონომიკა

”ბილიანი” დაფარვის ზონას აფართოვებს

22 ნოემბერი, 2010 • • 1478
”ბილიანი” დაფარვის ზონას აფართოვებს

მობილური ოპერატორი „ბილაინი“ საქართველოში დაფარვის ზონას აფართოებს. „ბილაინის“ ქსელით სარგებლობა ყაზბეგშიც გახდა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ მანამდე აღნიშნულმა ქსელმა დაფარვის ზონა  სამცხე-ჯავახეთში (აზავრეთი, მინაძე, აგარა, ასევე თეთრიწყარო-წალკის ტრასის მონაკვეთი), თიანეთში (ჟინვალი, სნო), იმერეთში (საჩხერე, გურნა, ძიროვანი, ჯვარისა, ძმუისი), აჭარაში (ახალშენი), მთიანეთში (მუხრანი, ტრასა წეროვანი-იგოეთი, ქსანი-ახალგორი), შიდა ქართლში (აბისი, წეროვანი), ქვემოქართლში (წინწყარო) გააფართოვა.

„ბილაინი“  შემდეგი 6 თვის განმავლობაში საქართველოს იმ რეგიონების დაფარვასაც გეგმავს, სადაც  კავშირი შედარებით სუსტი იყო. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება რაჭაზე, სადაც ქსელი ყველაზე სუსტად ფუნქციონირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი