ეკონომიკა

”საქართველოს ბანკის” ახალი სასაჩუქრე კუპონი

22 ნოემბერი, 2010 • • 1056
”საქართველოს ბანკის” ახალი სასაჩუქრე კუპონი

„საქართველოს ბანკი“ მომხმარებელს ახალ სერვისს სთავაზობს, რომელიც სტარტს 2010 წლის 20 ნოემბრიდან აიღებს და 2011 წლის 20 თებერვლამდე გასტანს. „საქართველოს ბანკის“ მომსახურების ოფისებიდან, ნებისმიერი სახის გზავნილის მიღებისა და გაგზავნის შემთხვევაში, მომხმარებელს  სასაჩუქრე კუპონი გადაეცემა. სამი სასაჩუქრე კუპონის შეგროვებისთანავე, მომხმარებელი კუპონების სანაცვლოდ, საჩუქრად „საქრთველოს ბანკის“ „ბრენდირებულ“ ჩანთას მიიღებს.

საჩუქრები „საქართველოს ბანკში“ 2010 წლის 13 დეკემბრიდან 2011 წლის 20 მარტამდე გაიცემა.

აქციაში მონაწილეობს „საქართველოს ბანკში“ არსებული ყველა ფულადი გზავნილი: „Western Union“, „Ria ფულადი გზავნილები“, „ელვა“, „MoneyGram“, „Contact“, „Anelik“, „InterExpress“, „Unistream“ და „Быстрая Почта“.

მასალების გადაბეჭდვის წესი