ეკონომიკა

ცენტრალური მაგისტრალის 118 კმ სიგრძის საკონტაქტო ქსელი უკვე რეაბილიტირებულია

22 ნოემბერი, 2010 •
ცენტრალური მაგისტრალის 118 კმ სიგრძის საკონტაქტო ქსელი უკვე რეაბილიტირებულია

შპს ”საქართველოს რკინიგზის” ელექტრომომარაგების დეპარტამენტი საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტით გათვალისწინებული სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას განაგრძობს. ამჯერად, შპს „საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის ფილიალის ელექტრომომარაგების დეპარტამენტმა ცენტრალური მაგისტრალის 118 კმ სიგრძის სხვადასხვა მონაკვეთების კენტ და წყვილ მიმართულებებზე  საკონტაქტო ქსელის რეაბილიტაცია განახორციელა.

ელექტრომომარაგების დეპარტამენტმა მოდერნიზაციის პროექტით– „სწრაფი რკინიგზა – ბათუმიდან თბილისში – 3 საათში“– გათვალისწინებული ელექტრომომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო.

რკინიგზის საკონტაქტო ქსელის რეაბილიტაცია, ლიანდაგის რეაბილიტაციის პარალელურად, მატარებლების მოძრაობის სიჩქარეების საათში 120 კილომეტრამდე გაზრდას შეუწყობს ხელს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი