რიკოთის საუღელტეხილო გვირაბში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა და ავტომობილების მიმოსვლა ასაქცევი გზის ნაცვლად გვირაბის გავლით განხორციელდება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა სამინისტროს  მიერ ჩატარებული  სამუშაოები პირადად დაათვალიერა.  ამ ეტაპზე  მწყობრიდან გამოსული კომუნიკაციების დაშლა-გატანა და გვირაბის გამაგრების სამუშაოები უკვე დასრულდა. დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი და უსაფრთხოების მიზნით, სავალი ნაწილი დაიხაზა. დამონტაჟდა ვენტილაცია და ახალი განათება.

რიკოთის გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2010 წლის  ივლისში დაიწყო. სამუშაოების მეორე ეტაპი გაზაფხულზე განახლდება, ხოლო განახლებული გვირაბი საბოლოოდ, მომავალი წლის ბოლოს, შევა ექსპლუატაციაში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *