ეკონომიკა

MySpace-ის ახალი სერვისი facebook-ის მომხმარებლებს

19 ნოემბერი, 2010 • • 1223
MySpace-ის ახალი სერვისი facebook-ის მომხმარებლებს

სოციალურმა ქსელებმა ”MySpace” და ”Facebook” გადაწყვიტეს, ერთობლივი ფუნქცია შესთავაზონ მომხმარებელს.

”Facebook”-მა თავის ”ბიძად” წოდებულ ”MySpace”-ს მომხმარებლები არა მარტო ამერიკაში, არამედ მთელს მსოფლიოში წაართვა. მომხმარებლები  ”MySpace”- ზე მხოლოდ მაშინ შედიან, როცა მუსიკისა და კინოს შესახებ ამბები აინტერესებთ.

ხუთშაბათს ”MySpace”-მა წარადგინა ახალი პროდუქტი, რომელიც ითვალისწინებს ”MySpace”-ისა და ”Facebook”-ის სინთეზურ კომბინაციას. ფუნქცია ”MySpace”-ს  Facebook”-თან აკავშირებს, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შექმნან პერსონალური  გასართობი გვერდები – ანუ ”Facebook”-ის ინტერესები, ლოგოები და ”like“ გამოქვეყნდება ”MySpace”- ზე. ამ ნაბიჯით ”MySpace” ცდილობს აამაღლოს თავისი რეიტინგი.

MySpace-ი სოციალური ქსელების პიონერია, რომლის რეიტინგიც შემდგომ ”Facebook”-მა გააფერმკრთლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი