ეკონომიკა

ვერა ქობალიას საზღვაო რეფორმა

19 ნოემბერი, 2010 • • 1143
ვერა ქობალიას საზღვაო რეფორმა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საზღვაო სფეროს რეფორმირებას იწყებს. ეს განცხადება მინისტრმა ბათუმში საზღვაო აკადემიაში სტუმრობისას გააკეთა. მინისტრმა აკადემიის ხელმძღვანელებთან და სტუდენტებთან შეხვედრისას ქვეყნისთვის საზღვაო დარგის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, უკანასკნელ წლებში საზღვაო დეპარტამენტის ზოგიერთი თანამშრომელი არა საქმის, არამედ პერსონალური ინტერესებით ხელმძღვანელობდა და დროულად არ აწვდიდა სამინისტროს ინფორმაციას არსებული პრობლემების თაობაზე. საზღვაო სფეროში აღმოჩენილი ხარვეზებისა და დარღვევებიდან გამომდინარე, ევროკავშირის რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, ქართველ მეზღვაურებს 2011 წლიდან ევროპულ გემებზე მუშაობის საშუალება არ ექნებათ.

აღნიშნული პრობლემის გამოსწორების მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ ამ დარგის გამოცდილ სპეციალისტებს მოუწოდა თავიანთი კანდიდატურა კადრების შერჩევის პროცესში წარმოადგინონ, რომლებიც შემდგომ სამინისტოს ახალი სტრატეგიების მომზადებაში დაეხმარებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი