ეკონომიკა

”პატრიოტი”- საქართველოს რაგბის კავშირის ახალი სპონსორი

19 ნოემბერი, 2010 • • 1114
”პატრიოტი”- საქართველოს რაგბის კავშირის ახალი სპონსორი

”ლიბერთი ბანკის” ანაბარი ”პატრიოტი” საქართველოს რაგბის კავშირის მხარდამჭერი და 20-27 ნოემბრის საქართველო-კანადა და საქართველო-აშშ სარეიტინგო ტესტ-მატჩების ოფიციალური სპონსორი ხდება.

ანაბარი ”პატრიოტი” საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებს  წლიურ 10%-იან სარგებელს სთავაზობს, მისი გახსნა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაშია შესაძლებელი. სარგებლის დარიცხვა ხდება არა მხოლოდ ანაბარზე განთავსებულ თანხაზე, არამედ მასზე დარიცხულ სარგებელზეც. თანხის ან/და დარიცხული სარგებლის გატანა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, საკომისიოს გარეშე. ”პატრიოტზე”  თანხის დამატება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, შეუზღუდავი ოდენობით.

”ლიბერთი ბანკის” ინიციატივით, რაგბის გულშემატკივრები, სურვილისამებრ, უფასოდ მიიღებენ ”პატრიოტის” სიმბოლიკიან მანქანის აქსესუარს.  აქსესუარის მიღება შესაძლებელი იქნება 16 ნოემბრიდან ”ლიბერთი ბანკის” ცენტრალურ ფილიალში.

მასალების გადაბეჭდვის წესი