ეკონომიკა

ნათელა მაჭავარიანი მერის დათმობებს პიარ-კამპანიად მიიჩნევს

19 ნოემბერი, 2010 • • 1039
ნათელა მაჭავარიანი მერის დათმობებს პიარ-კამპანიად მიიჩნევს

”ჩვენ არ გვჯერა ხელისუფლების კეთილი ნების, ეს დათმობები პიარზე უფროა ორიენტირებული, ვიდრე შედეგზე. სწორედ ამ მიზეზების გამო პარტია “საქართველოს გზა” არ აპირებს მხარი დაუჭიროს 2011 წლის ბიუჯეტს”,-განაცხადა საკრებულოს წევრმა ნათელა მაჭავარიანმა გუშინ  გამართულ ბრიფინგზე.

 მისი თქმით, ის ფაქტი, რომ თბილისის მერსა და ფრაქცია “დედაქალაქის”  წევრებს შორის 2011 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის თაობაზე გამართულ შეხვედრაზე  გარკვეული შეთანხმება იქნა მიღწეული, კერძოდ, დაფინანსდება საშუალო სკოლების სახელმძღვანელოები და ნარკომანიის პრევენცია, ამის მიუხედავად, ”საქართველოს გზის”  კრიტიკული დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ არ იცვლება, ეს ყოველივე, ნათელა მაჭავარიანის თქმით, პიარზეა ორიენტირებული და აღნიშნული კომპრომისები არ ნიშნავს იმას – ”რომ ხვალ არ დააპატიმრებენ უდანაშაულო ადამიანებს, არ დაატერორებენ ბიზნესმენებს, კვლავაც არ შეიზღუდება სიტყვის თავისუფლება.”

მასალების გადაბეჭდვის წესი