ეკონომიკა

ქუთაისში წყალმომარაგების გაუმჯობესების კუთხით სამუშაოები გრძელდება

9 ნოემბერი, 2010 • • 1244
ქუთაისში წყალმომარაგების გაუმჯობესების კუთხით  სამუშაოები გრძელდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, პრეზიდენტის რწმუნებულთან იმერეთის რეგიონში ლაშა მაქაცარიასთან ერთად, ქუთაისში წყალმომარაგების გაუმჯობესების კუთხით ჩატარებული სამუშაოების შედეგი მოინახულა.

მთავრობის ინფორმაციით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ მაგისტრალურ ქსელებზე ტექნიკური დანაკარგების აღმოფხვრით, ასევე სათავე ნაგებობისა და სატუმბი სადგურის რეაბილიტაციის შედეგად, ქუთაისის 40 ათასი აბონენტისათვის წყალმომარაგების გაუმჯობესება უზრუნველყო.

40 ათას მოსახლეს აქამდე წყალი 3 დღეში ერთხელ 2 ან 3 საათით მიეწოდებოდა.  ჩატარებული სამუშაოების შედეგად, წყლის მიწოდება ყოველდღიურ რეჟიმში, მინიმუმ 6– საათიან გრაფიკზე  გადავიდა და უახლოეს მომავალში წყლის მიწოდების ხანგრძლივობის გაზრდა იგეგმება. წლის ბოლოსთვის 24– საათიანი წყალმომარაგება ექნება ქუთაისში ავტოქარხნის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი