დღეს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების №43 აუქციონი გაიმართა. ფინანსთა სამინისტრომ აუქციონზე 10 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 364 დღის ვადის მქონე სახაზინო ვალდებულებები გაიტანა, რომელთა რაოდენობაც ორჯერ აღემატება წინა აუქციონზე გატანილ სახაზინო ვალდებულებებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, მიღებული განაცხადების რაოდენობა შედარებით ნაკლები იყო №42 აუქციონის მონაცემებთან და 20-ს შეადგენდა. აქედან დაკმაყოფილდა 6. აუქციონში მონაწილეობა მიიღო 7–მა კომერციულმა ბანკმა. ბანკების მხრიდან მოთხოვნა 38 700 000 ლარით განისაზღვრა. აუქციონის შედეგით, დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 13.08%, მაქსიმალური 13.75%, ხოლო საშუალო შეწონილი პროცენტი 13.572%.
სახაზინო ვალდებულებების №43 აუქციონის შედეგები
-
12.11.2026
ზელენსკი: აზერბაიჯანთან დრონების შეთანხმება უკვე გაფორმებულია, შეკვეთების გაზრდაზე ვმუშაობთ
-
12.11.2026
ფაშინიანი ერდოღანთან შეხვედრით კმაყოფილია
-
12.11.2026
გირგვლიანის აქციებზე ვიდექი და ვაპროტესტებდი, მურუსიძე დღესაც სასამართლო სისტემაშია – წითლიძე
-
12.11.2026
გორში კაცი გამოსახლებას შეეწირა და გარდაიცვალა — ადვოკატი
-
12.11.2026
მოსამართლე ხუჭუამ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა
-
12.11.2026
კიევი რუსეთთან მოლაპარაკებებში EU-ის ჩართვას ითხოვს
