დღეს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების №43 აუქციონი გაიმართა. ფინანსთა სამინისტრომ აუქციონზე 10 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 364 დღის ვადის მქონე სახაზინო ვალდებულებები გაიტანა, რომელთა რაოდენობაც ორჯერ აღემატება წინა აუქციონზე გატანილ სახაზინო ვალდებულებებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, მიღებული განაცხადების რაოდენობა შედარებით ნაკლები იყო №42 აუქციონის მონაცემებთან და 20-ს შეადგენდა. აქედან დაკმაყოფილდა 6. აუქციონში მონაწილეობა მიიღო 7–მა კომერციულმა ბანკმა. ბანკების მხრიდან მოთხოვნა 38 700 000 ლარით განისაზღვრა. აუქციონის შედეგით, დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 13.08%, მაქსიმალური 13.75%, ხოლო საშუალო შეწონილი პროცენტი 13.572%.
სახაზინო ვალდებულებების №43 აუქციონის შედეგები
-
13.11.2026 2026 წლის ბიუჯეტი კორექტირდება და იზრდება, ერთ-ერთი მიზეზი ინფლაციაა -
13.11.2026 5 წლის გიორგი „ჰუალინგ პლაზას“ წინააღმდეგ -
13.11.2026 „ოცნება“ ენმ-ს საკუთრების დარღვევის 70 საქმეს ედავება, თუმცა განაჩენი მხოლოდ 11-ზეა -
13.11.2026 მერაბ დვალიშვილი თავისუფალია – რა გადაწყვიტა სასამართლომ -
13.11.2026 „დუმილის უფლებას იყენებს“ – ავთანდილ ბილანიშვილის ადვოკატი -
13.11.2026 მედიის თავისუფლება და სხვა დოკუმენტები, რომელთაც არ შეუერთდა აზერბაიჯანი დუბლინში
