ეკონომიკა

იმერეთში 2011 წლის ბიუჯეტის განხილვა დაიწყო

3 ნოემბერი, 2010 • • 1145
იმერეთში 2011 წლის ბიუჯეტის განხილვა დაიწყო

იმერეთში 2011 წლის ბიუჯეტის განხილვა დაიწყო. განხილვის ფარგლებში იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლაშა მაქაცარია ბაღდათსა და სამტრედიას ესტუმრა, სადაც  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, გამგებლებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან ერთად 2011 წლის ბიუჯეტის გეგმებზე ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი წინა წელს წამოჭრილი სირთულეებისა და გამოწვევების გათვალისწინებითაა შედგენილი, 2011 წლის ბიუჯეტში პრიორიტეტი ენიჭება ინფრასტრუქტურის განვითარებასა და გზების კეთილმოწყობას. ამჟამად იმერეთის შემოვლითი გზის მშენებლობა მიმდინარეობს, აღნიშნული პროექტი ქუთაისში, სამტრედიასა და ზესტაფონში სატრანსპორტო მოძრაობის განტვირთვას ემსახურება, სოფლებში კი, სოფლის განვითარების პროგრამის მიხედვით, განხორციელდება სხვადასხვა პროექტები.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2011 წლის ბიუჯეტი, წინა წელთან შედარებით, საგრძნობლად გაზრდილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი