ეკონომიკა

კომერციული საიდუმლოს გაცემის ბრალდებით ორი პირია დაკავებული

2 ნოემბერი, 2010 • • 1158
კომერციული საიდუმლოს გაცემის ბრალდებით ორი პირია დაკავებული

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  კომერციული საიდუმლოს გაცემისა და გამოყენების ბრალდებით, შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრის საფოსტო გზავნილების სერვის-ცენტრის ოფიცერი თამარ ქუშაშვილი და  მისი და – საბროკერო ფირმის შპს  „ექსპრეს-თაიმის“ თანამშრომელი ნინო ქუშაშვილი დააკავეს. 

გამოძიების მტკიცებით, თამარ ქუშაშვილი, თავისი თანამდებობრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ფლობდა დახურულ ინფორმაციას საქართველოში იმპორტირებული საქონლის შესახებ და აღნიშნულ მასალას ყოველთვიურად აწვდიდა  თავის დას, საბროკერო ფირმის თანამშრომელს, ნინო ქუშაშვილს. აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენდა კომერციულ საიდუმლოს და მოიცავდა  ინფორმაციას კონკრეტული ფირმების მიერ შემოტანილი პროდუქციის წარმომავლობის, ღირებულების და ოდენობის შესახებ.

მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 202-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხ წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი