ნეტგაზეთი | ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი 2013 წელს ამოქმედდება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი 2013 წელს ამოქმედდება – Netgazeti
RU | GE  

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი 2013 წელს ამოქმედდება

2013 წელს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სარკინიგზო სისტემებს ერთმანეთთან დააკაშირებს. ამის შესახებ აზერბაიჯანში თურქეთის ელჩმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა.

2013 წელს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სარკინიგზო სისტემებს ერთმანეთთან დააკაშირებს. ამის შესახებ აზერბაიჯანში თურქეთის ელჩმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ეს პროექტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სარკინიგზო მაგისტრალია. სამუშაოები საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. გეგმის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოები 2012 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. ”ბაქო-თბილისი-ყარსი არის პროექტი, რომელიც  ჩინეთიდან ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს და აზიასა და ევროპას  ერთმანეთთან დააკავშირებს, ამიტომ აზერბაიჯანის შუამავლობა ამ პროექტში საკმაოდ მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ელჩმა. აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, – ”მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები გეგმით 2012 წელს უნდა დასრულდეს, მხარეები მუშაობენ ამ პროცესის დასაჩქარებლად, რათა  მუშაობა 2011 წლისთვის დასრულდეს”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge