საქართველომ ირანთან უვიზო რეჟიმის შეთანხმება მოამზადა, რომელსაც, სავარაუდოდ, ხელს თბილისში მას შემდეგ მოაწერენ, რაც ქალაქს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მანუჩერ მოტაკი ეწვევა. სექტემბერში, გაეროს გენერალური ასამბლეის დროს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ნიუ-იორკში ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელს უკვე შეხვდა. შეხვედრის დროს, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს საქართველოსა და ირანს შორის თავისუფალი სავიზო რეჟიმის დამყარება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე მოხდა და მხოლოდ იურიდიული მხარეა მოსაგვარებელი, რომელიც მინისტრის ვიზიტისას გადაწყდება. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, ობიექტური მიზეზების გამო, რამოდენიმეჯერ გადაიდო. საქართველოში იმედოვნებენ, რომ მანუჩარ მოტაკი თბილისში 3-4 ნოემბერს ჩამოვა.
საქართველო მზადაა ირანათან თავისუფალი სავიზო რეჟიმის დასამყარებლად
-
23.11.2026
მათე დევიძის დედა ევროკავშირის ინსტიტუტებს მიმართავს
-
23.11.2026
უკრაინაში, კრივოი როგში, ზვიად გამსახურდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გაიხსნა
-
23.11.2026
„თეგეტა ჰოლდინგი“ სოციალური მეწარმეობის ფორუმის ოქროს სპონსორი გახდა
-
23.11.2026
თორნიკე რაზმაძის დისკრედიტაციის მიზნით ყალბი ვიდეოები ვრცელდება
-
23.11.2026
რა (არ) თქვა პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მოსკოვში უკრაინის საკითხზე
-
23.11.2026
PSP-ს კამპანია „რეცეპტი: სიმართლე” ბარსელონაში ADC*E Creative Week 3 ოქროს და 1 ვერცხლის ჯილდოს მფლობელი გახდა
