ეკონომიკა

შიდა ქართლში ახალი საკონსერვო ქარხანა ”კულა” გაიხსნა

26 ოქტომბერი, 2010 • • 1273
შიდა ქართლში ახალი საკონსერვო ქარხანა ”კულა” გაიხსნა

შიდა ქართლში ახალი საკონსერვო ქარხანა ”კულა” გაიხსნა. ამ ქარხანაში ქართლელმა ფერმერმა ივანე გოგლიძემ 226, 492 ათასი დოლარის ინვესტიცია ჩადო. აქედან, ADA-ს გრანტის ფარგლებში გამოყოფილი, 150 000 დოლარი  დაპაკეტების, სახურავების მოსარგები, ეტიკეტების მისაკრავი სისტემის შესაძენად და ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად იქნება გამოყენებული.

განახლებული ქარხანა სხვადასხვა სახის წვენებს, ჯემებს და დაკონსერვებულ ბოსტნეულს გამოუშვებს. ადგილობრივი მოსახლეობისთვის ქარხანაში 48 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. აღნიშნული პროექტის განხორციელებით, 300-მდე ფერმერი საკუთარი პროდუქციის რეალიზებას შეძლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი