ეკონომიკა

პუტინი წყალდიდობითა და გვალვით დაზარალებული ტერიტორიების აღდგენისათვის იბრძვის

22 ოქტომბერი, 2010 • • 1108
პუტინი წყალდიდობითა და გვალვით დაზარალებული ტერიტორიების აღდგენისათვის იბრძვის

საინფორმაციო სააგენტო იტარ-ტასის ცნობით, დღეს რუსეთის პრემიერ – მინისტრი ვლადიმერ პუტინი კრასნოდარის რეგიონში წყალდიდობით დაზარალებულ დასახლებებს ეწვევა, შემდგომ კი როსტოვის რეგიონში დაგეგმილ შეხვედრაზე  მარცვლეულის წარმოების საკითხებსაც განიხილავს.

მთავრობის პრესსამსახურის განცხადებით, კრასნოდარის რეგიონის დაზარალებულ დასახლებებში  ელექტრობისა და წლის მიწოდების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, გარდა ამისა, მოსახლეობას პირველადი მოხმარების საგნებით უზრუნველყოფენ.

ოთხშაბათს პუტინმა დაზარალებული რეგიონისათვის ნახევარი მილიარდი რუბლით უზრუნველყოფის შესახებ რეზოლუციას მოაწერა ხელი. მისივე თქმით, ფედერალური ბიუჯეტი რეგიონის დასახმარებლად  100 ათას რუბლს, ხოლო რეგიონული ბიუჯეტი კი 50 ათასს გამოყოფს. გარდა ამისა, მარჩენალდაკარგული ოჯახები კომპენსაციის სახით 1 მილიონ რუბლს მიიღებენ.

პუტინი როსტოვის რეგიონში, აგრეთვე, 2011 წლისათვის  გვალვით დაზარალებული ტერიტორიების აღდგენისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებს განიხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი