ეკონომიკა

არაკომერციული ორგანიზაციების წლიური გამოკვლევა

18 ოქტომბერი, 2010 • • 1056
არაკომერციული ორგანიზაციების წლიური გამოკვლევა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, უკვე მეოთხე წელია, ატარებს არაკომერციული ორგანიზაციების წლიურ გამოკვლევას.

დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2009 წელს არაკომერციული ორგანიზაციების სექტორის ბრუნვის მოცულობამ 35,8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 83,6 %-ით არის გაზრდილი. აქედან ყველაზე დიდი წილი სოციალური, კომუნალური და პერსონალური მომსახურების გაწევის დარგის ორგანიზაციებზე მოდის, რომელიც 37,5 %-ს შეადგენს. დიდი წილი მოდის, აგრეთვე, საფინანსო საქმიანობაზე (18,2%), განათლებასა (16,4 %)  და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების დარგის ორგანიზაციებზე (13,5 %).

პროდუქციის გამოშვების მოცულობამ არაკომერციული ორგანიზაციების სექტორში 2009 წელს 339,3 მილიონი ლარი შეადგინა, აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, 10,1 %-ით არის გაზრდილი.

არაკომერციულ ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობამ 2009 წელს 18 024 ერთეული შეადგინა, საიდანაც 58,2 % ქალია, ხოლო 41,8 % მამაკაცი.

აღნიშნული მაჩვენებელი, 2006 წელთან შედარებით, 4,5 % – ით არის გაზრდილი, ხოლო 2008 წელთან შედარებით, 53,2 % – ით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი