ეკონომიკა

ევროპული მანქანების გაყიდვების მაჩვენებელი ეცემა

18 ოქტომბერი, 2010 • • 1098
ევროპული მანქანების გაყიდვების მაჩვენებელი ეცემა

ევროპული მანქანების გაყიდვების მაჩვენებელმა 2010 წელს წინა წელთან  შედარებით 9,6% – ით დაიკლო. Euronews-ის ინფორმაციით, მანქანების გაყიდვა ევროპის ყველა საავტომობილო ბაზარზე,  განსაკუთრებით კი ესპანეთში შემცირდა, სადაც გაყიდვებმა 27% – ით დაიკლო.

ეს მაჩვენებელი 8,2 % – ით შემცირდა საფრანგეთში, ხოლო 18,9 %-ით იტალიაში, რაც საკმაოდ მაღალი რიცხვია გასული წლის მონაცემებთან შედარებით, როდესაც ევროპაში საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ძლიერი იყო.

გერმანიაში, რომელიც სამანქანო ბაზრის უდიდესი ქვეყანაა, გაყიდვების მაჩვენებელი 17,8 % – ით შემცირდა.

 რეგიონალური მანქანათმშენებლობის ასოციაციის განცხადებით, 2010 წლის 9 თვის მონაცემებით, მანქანების გაყიდვებმა 4,3%-ით დაიკლო  მთლიანად ევროკავშირში.

Volkswagen-ის გაყიდვები წინა წელთან შედარებით 5%-ით დაეცა, Peugeot Citroen-ისა კი 7,3 %-ით. Ford-მა 20,1%-იანი კლება აჩვენა, Toyota-ს გაყიდვები კი 21,3 %-ით შემცირდა, Mitsubishi კი ყველაზე მეტად დაზარალდა და გაყიდვების მაჩვენებელმა  38,4 %-ით  დაიკლო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი