ეკონომიკა

პრემიერ-მინისტრი ატლანტიკურ საბჭოში

8 ოქტომბერი, 2010 • • 1219
პრემიერ-მინისტრი ატლანტიკურ საბჭოში

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოში გადასახადების რაოდენობა 21-დან 6-მდე შემცირდა, ხოლო ლიცენზირების წესების გამარტივებამ ხელისუფლებაში ბიუროკრატიული ძალაუფლების დონის კლება გამოიწვია.

ნიკა გილაურმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ევროკომისიამ ჩაატარა გამოკითხვა, კერძოდ, ხალხს ეკითხებოდნენ, ბოლო სამი წლის განმავლობაში გადაუხდიათ თუ არა ქრთამი, ან გაუგიათ თუ ქრთამის გადახდის შესახებ. კითხვაზე ყველაზე დამაკმაყოფილებელი პასუხი საქართველოში გაიცა.

 “ცენტრალურ აზიაში შეკითხვას გამოკითხულთა დაახლოებით 45%-მა დადებითად უპასუხა, აღმოსავლეთ ევროპაში დაახლოებით 23%-მა, საქართველოში კი მხოლოდ 4%-მა”- განაცხადა გილაურმა. თუმცა, მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის მიზანია კორუფციის შემცირება 0%-მდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი