ნეტგაზეთი | “გზაში დაწეული” კანონპროექტი “გზაში დაწეული” კანონპროექტი – Netgazeti
RU | GE  

“გზაში დაწეული” კანონპროექტი

მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით და ქობულეთის ტერიტორიაზე ტურიზმის განსავითარებლად გარკვეული შეღავათები სამთავრობო არხების საშუალებით საქართველოს მთავრობამ “ავანსად” გასცა, 7 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის  სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს  საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი “ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონის განვითარების ხელშეწყობის შესახებ”.

მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით და ქობულეთის ტერიტორიაზე ტურიზმის განსავითარებლად გარკვეული შეღავათები სამთავრობო არხების საშუალებით საქართველოს მთავრობამ “ავანსად” გასცა, 7 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის  სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს  საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი “ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონის განვითარების ხელშეწყობის შესახებ”. შესაბამის კომიტეტთან არსებულმა  სამეცნიერო–საკონსულტაციო საბჭომ კი მხოლოდ ახლა გადაწყვიტა, რომ იმსჯელოს პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელ გონივრულ ვადებზე.

კანონპროექტის წარდგენისას მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გიორგი ხუროშვილმა განაცხადა, რომ კანონპროექტი საქართველოში ტურიზმისა და სამეწარმეო გარემოს განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის მიზნით შემუშავდა.

“მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტი ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასტუმროების მშენებლობისათვის როგორც საგადასახადო, ასევე სხვა შეღავათებს ადგენს”,  – განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.

აღნიშნული კანონპროექტი იმ პირებს, რომელებიც სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით სასტუმროების მშენებლობაში მიიღებენ მონაწილეობას და 15 წლის განმავლობაში შეინარჩუნებენ პროფილს, ამავე პერიოდით ათავისუფლებს მოგებისა და ქონების გადასახადისაგან.

პარლამენტის წევრმა კახა ოქრიაშვილმა მთავრობას მოუწოდა,  ანალოგიური პროექტები სხვა რაიონებშიც განახორციელოს, მაგალითად ბორჯომში, ყაზბეგში, თუშეთში, დმანისში და სხვაგან. ამასთან დაკავშირებით გიორგი ხუროშვილმა განაცხადა, რომ ქობულეთის პროექტი  პირველი პილოტური პროექტია და მისი წარმატებით განხორციელების შემთხვევაში არ გამორიცხავს, რომ ანალოგიური პროექტები საქართველოს სხვა რეგიონებშიც განხორციელდეს. მისივე თქმით, კონკრეტულმა პროექტმა საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია  და მთავრობას უკვე კონკრეტული წინადადებებითაც მიმართეს. სწორედ ამიტომ, მთავრობა პარლამენტში შევიდა წინადადებით, რომ კანონპროექტი დაჩქარებული წესით მიიღონ.

კომიტეტის წევრებმა კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას მხარი ერთხმად დაუჭირეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge