ეკონომიკა

მიზნობრივი ინფლაცია

8 ოქტომბერი, 2010 • • 1833
მიზნობრივი ინფლაცია

“საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” ორგანული კანონის შესაბამისად, ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანაა ქვეყანაში ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს სამომხმარებლო ფასების საერთო დონის წლიური ზრდის მიზნობრივი მაჩვენებლის შენარჩუნება საშუალოვადიან პერიოდში.

საქართველოს ეროვნული ბანკი დამოუკიდებლად ადგენს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს. მომავალი სამი წლისათვის მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელი აღინიშნება ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებში, რომელსაც პარლამენტი ამტკიცებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონთან ერთად. 2010-2012 წლებისათვის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი შეადგენს 6 პროცენტს.

მიუხედავად აღნიშნულისა, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში წლიური ინფლაცია 2009-2010 წლის მანძილზე ყველაზე მაღალ ნიშნულზე – 9.8 პროცენტზე ფიქსირდება, რაც “გეგმიურ” მაჩვენებელს 3.8 პროცენტით აღემატება.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, 2009-2010 წლის განმავლობაში, მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში ქვეყანაში ყოველთვიური ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა და მან 3.1 პროცენტი შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი