ეკონომიკა

ორი ახალი კომიტეტი საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში

8 ოქტომბერი, 2010 • • 1021
ორი ახალი კომიტეტი საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში

საქართველოს ბიზნეს-ასოციაციაში სოფლის მეურნეობისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კომიტეტები შეიქმნა.

მათი მიზანი იქნება რეფორმების მხარდაჭერა, საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა და შესაბამისი სფეროების საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. სოფლის მეურნეობის განვითარების კომიტეტს გიორგი მარგველაშვილი, ხოლო ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კომიტეტს კი ირაკლი კაკაბაძე უხელმძღვანელებს. ეს იყო ერთ-ერთი პირველი სამუშაო შეხვედრა და მსგავსი ტიპის შეხვედრები შემდგომშიც გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი